კაპელო:“ იტალიური დერბი შედგა, იუვენტუსმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – ინტერის მატჩი შეაფასა.
„ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩს გავდა, დიდებული საღამო და ორი ძალიან მაღალი ხარისხის გუნდი, მაღალი ტემპი და ინტენსიობა, ყველაფერი, რასაც იტალიური დერბისგან ელოდები.
„აღნიშვნის ღირსია მატჩის არბიტრი მარიანი, ის ამ დაძაბულ შეხვედრას შესანიშნავად წარუძღვა და გუნდებს თამაშის საშუალება მისცა.
„პირველ ნახევარში იუვენტუსს სითამამე აკლდა, ინტერი სივრცეებს მარტივად პოულობდა და მომემტები შექმნა, მაგრამ მეორე ნახევარში ფეხბურთის ძველი წესი ამოქმედდა: თუ შენ შანსებს არ გამოიყენებ, აუცილებლად დაისჯები.
„მეორე ნახევარში იუვენტუსი გაცილებით უკეთესი იყო, გუნდმა უფრო გაბედული, სწრაფი და ინტენსიური თამაში აჩვენა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ასეთი გამარჯვება ხშირად გარდამტეხი წერტილი არის ხოლმე.
„იუვენტუსისგან ყველაზე მეტად მათმა გამარჯვების სურვილმა გამაკვირვა, ეს ჩვენ ამ იუვენტუსისგან მიმდინარე სეზონში არ გვინახავს.“