იუვენტუსი იანვარში დუგლას ლუისი გაყიდვას არ გამორიცხავს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი იანვარში დუგლას ლუისის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვის და მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს გასულ ზაფხულს 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მას ადაპტაციის გავლა უჭირს და ჯერჯერობით მოტას გუნდში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, იუვენტუსი იანვარში ბრაზილიელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ შესაბამისი წინადადებით მიმართავს.