იუვე ჰოილუნდის გასაფორმებლად 2 ფეხბურთელის გამოყენებას ეცდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
SportItalia-ს ცნობით, ტურინული გრანდი ჰოილუნდის გასაფორმებლად ტრანსფერში დუშან ვლაჰოვიჩის ან დუგლას ლუისის ჩართვას ეცდება.
წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერი 22 წლის ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ იუვენტუსია.