აგუერო:“ იუვენტუსში ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა…“
ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელის სერხიო აგუეროს თქმით, ის მანჩესტერ სიტიში გადასვლამდე იუვენტუსში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო.
„სანამ მანჩესტერ სიტის რიგებს შევუერთდებოდი, იუვენტუსში ტრანსფერთან ძალიან ახლოს ვიყავი. ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა საბოლოოდ ინგლისში თამაში ვარჩიე, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მსურდა მონაწილეობის მიღება, იუვე კი ამის საშუალებას ვერ მომცემდა.“
შეგახსენებთ, აგუერო სიტის რიგებს ატლეტიკოდან 2011 წელს , 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან ქალაქელთა რიგებში 390 მატჩი ჩაატარა, 260 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა გააკეთა.
არგენტინელი 2021 წელს ბარსელონას შეუერთდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია.