TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ტურამის ტრანსფერი 20 მილიონი დაუჯდება

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ნიცადან კეფრენ ტურამის ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში გეგმავს.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს ფრანგი ფეხბურთელის გაფორმება ბონუსების ჩათვლით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

გამოცემის ინფორმაციით, ამ თანხის დიდ ნაწილს იუვენტუსი მოიზე კინის გაყიდვით მიღებული ფულით დაფარავს, იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ ბიანკონერი ფიორენტინასგან 13 მილიონსა და ბონუსებს მიიღებს.