იუვე ფიორენტინას ტალანტის გაფორმებას ეცდება
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფიორენტინას ტალანტის პიეტრო კომუცოს გაფორმებას ეცდება.
19 წლის იტალიელი მცველი სერია ა-ს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა და ფიორენტინამ კომუცოს ტრანსფერი ნიკოლო ფაჯოლის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განიხილეს. ფლორენციელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვენ…