იუვენტუსი დევიდის გასაფორმებლად ფინანსებს არ დაიშურებს
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ჯონათან დევიდი სეზონის ბოლოს იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება.
წყაროს ცნობით, ლილთან მატჩის შემდეგ ტიაგო მოტასა და კანადელ ფორვარდს შორის საუბარი უკვე შედგა და როგორც ჩანს, იუვენტუსმა მისგან პოზიტიური სიგნალი მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს დევიდს, ვინც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, 4-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით 5-6 მილიონს შესტავაზებს, მისი აგენტი კი მსუყე საკომისიოს მიიღებს.
დევიდის ტრანსფერში შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს ტიმოთი ვეას ფაქტორმა, ის კანადელი ფორვარდის საუკეთესო მეგობარია.