ადანი:“ დერბიში მიმდინარე სეზონის საუკეთესო იუვენტუსი ვნახეთ“
ლელე ადანიმ იტალიური დერბი შეაფასა.
„ვფიქრობ, ტურინულ დერბიში მიმდინარე სეზონში საუკეთესო იუვენტუსი ვიხილეთ.
„გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეტოქის დამარცხება არა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, არამედ გუნდურად, კოლექტიურად შეძლო, რაც ტიაგო მოტას იდეების ნათელი წარმოჩენაა.
„დარწმუნებული ვარ, სეზონის მსვლელობისას გუნდი, მათ შორის ვლაჰოვიჩი კიდევ უფრო მოუმატებენ და სკუდეტოსთვის იბრძოლებენ.“