მაურო:“ მოტა ვლაჰოვიჩს სათანადოდ ვერ იყენებს“
ყოფილი იტალიელი ფეხბურთელის მასიმო მაუროს აზრით, ტიაგო მოტა დუშან ვლაჰოვიჩს სათანადოდ ვერ იყენებს.
„ვლაჰოვიჩს მეტი ჩაწოდებები, ან ბურთის საჯარიმოში მიწოდება სჭირდება, რომ მან თავისი საუკეთესო მახასიათებლები გამოიყენოს და მომენტის გოლად გარდაქმნა სცადოს.
„ტორინოსთან მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოტა დუშანს სათანადოდ ვერ იყენებს. ვეასა და ილდისის მხრიდან ვლაჰოვიჩის მიმართ არც ერთი ჩაწოდება არ ყოფილა, ვლაჰოვიჩს ბურთის მისაღებად ცენტრში უწევს ჩამოსვლა, სადაც ის ისეთივე სახიფათო არ არის.“