არაუხოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იუვე დე ლიხტის ვარიანტს განიხილავს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსი დაცვის გასაძლიერებლად მატაის დე ლიხტის ტრანსფერს განიხილავს.
მოგეხსენებათ, რონალდ არაუხომ იუვენტუსში ტრანსფერზე უარი განაცხადა და ბარსელონაში დარჩენა გადაწყვიტა, ტურინული გრანდი კი მის ალტერნაიტულ ვარიანტებზე გადაერთო.
მომბლანოს ინფორმაციით, დე ლიხტი იუვენტუსში დაბრუნებას სიამოვნებით დათანხმდებოდა და თუ ტურინული გრანდის ინტერესმა სერიოზული სახე მიიღო, ჯუნტოლის ნიდერლანდელთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება.