ოფიციალურად: ალბერტო კოშტა იუვენტუსის ფეხბურთელია
იუვენტუსმა პორტუგალიური ვიტორიადან ალბერტო კოშტას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ტურინული გრანდი 21 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით პორტუგალიელებს 15 მილიონ ევროს გადაუხდის.
კოშტამ იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 800,000 ევრო იქნება.
Bem-vindo, Alberto! 🇵🇹👋
— JuventusFC (@juventusfc) January 15, 2025