იუვე და სორლოთი პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ
იუვენტუსი ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ჯერჯერობით ყველაფერი პოზიტიურად ვითარდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ნორვეგიელ ფორვარდთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
წყაროს ინფორმაციით, მხარეები 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, შემდგომში მისი 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. სორლოთი წლიურად გასამრჯელოს სახით 4 მილიონსა და ბონუსებს მიიღებს.
ახლა მოლაპარაკებები უშუალოდ გუნდებს შორის დაიწყება. იუვენტუსს ამ ტრანსფერის დახურვა უმოკლეს დროში სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
