TuttoJuve

Juve per sempre sarà

იკარდი პოტენციურ სამიზნედ რჩება

მაურო იკარდი იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

ტურინული გრანდი სათადარიგო ფორვარდის ძიებაშია და გამოცემა Sportal.it-ის ცნობით, არგენტინელი ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი არჩევანია.

სპალეტი მიიჩნევს, რომ იკარდის გამოცდილება და კლასი გუნდს მომდევნო სეზონში გამოადგება და ის სკამიდან სხვაობის შექმნას შეძლებს.

იკარდი რამდენიმე კვირაში თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გაფორმება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).