ლობოტკა სპალეტის პრიორიტეტული სამიზნეა
ლუჩიანო სპალეტის ნახევარდაცვაში ნაპოლის ფეხბურთელის სტანისლავ ლობოტკას ხილვა სურს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სლოვაკი ფეხბურთელი გუნდისთვის იდეალური ნახევარმცველია.
ლობოტკას გამოსყიდვა ნებისმიერ არაიტალიურ გუნდს 25 მილიონად შეუძლია, თუმცა იუვენტუსს აურელიო დე ლაურენტისთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს, რაც მარტივი არ იქნება. მოსალოდნელია, რომ ნაპოლი იუვენტუსისგან ლობოტკას სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს მოითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
