მანჩესტერის სკაუტები კალულუს აკვირდებიან
მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები იუვენტუსის მატჩებს ესწრებიან და მათი დაკვირვების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი პიერ კალულუა.
Tuttosport-ის ცნობით, წითელი ეშმაკები ზაფხულში დაცვის გაძლიერებას გეგმავენ და მათი პრიორიტეტი სწორედ ფრანგი ფეხბურთელია.
იუვენტუსი თავის მხრივ პიერთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს და მის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ უმნიშვნელოვანეს წინადადებას მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
