იუვენტუსი ბოლონიას ფორვარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსი ბოლონიას ფორვარდის სანტიაგო კასტროს ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი 21 წლის არგენტინელის გაფორმებას იანვარში ცდილობდა, თუმცა მაშინ ბოლონიამ ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა.
SportMediaset-ის ცნობით, ბოლონია ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს, თუმცა ტურინული გრანდი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში ფაბიო მირეტის ჩართვით ეცდება, ვის მიმართ ბოლონია ინტერესს დიდი ხანია იჩენს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
