TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტის პრიორიტეტი შეტევაში ვლაჰოვიჩის შენარჩუნებაა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსში დუშან ვლაჰოვიჩის დარჩენას ითხოვს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სერბი მომდევნო სეზონში იუვენტუსის პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება და მისი გაშვება არ სურს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ვლაჰოვიჩის აგენტს მიმდინარე თვის მიწურულს შეხვდება და საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება თუ არა ის გუნდში.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)