ილდისი სავარაუდოდ მილანთან სასტარტოში იქნება
იუვენტუსი მილანთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მომზადებას აგრძელებს და დიდი ალბათობით სან სიროზე კენან ილდისი ძირითად შემადგენლობაში იქნება.
Sky Sport-ის ცნობით, თურქი ფეხბურთელი მუხლის პრობლემის გამო ჯერჯერობით კვლავ განცალკევებით მუშაობს, მაგრამ სამედიცინო შტაბი პოზიტიურად არის განწყობილი.
წყაროს ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კენანი გუნდთან ერთად მუშაობას განაახლებს და მილანთან მატჩში მას ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
