იუვენტუსმა მინგეზასთან მოლაპარაკებები განაახლა
იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსმა სელტას მცველთან ოსკარ მინგეზასთან მოლაპარაკებები განაახლა.
ტურინული გრანდი 26 წლის მარჯვენა მცველის გაფორმებას იანვარში ცდილობდა და ბიანკონერი მის ტრანსფერზე მუშაობას სეზონის ბოლოს გეგმავს.
მინგეზას მიმდინარე კონტრაქტი ესპანელებთნა სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით ის თავისუფალი აგენტი გახდება. ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
