ევერტონი ჟეგროვას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
ედონ ჟეგროვას ისტორია იუვენტუსში სეზონის ბოლოს დასრულდება და მისი მსურველების სია დღითი დღე იზრდება.
კოსოვოელმა ფეხბურთელმა ლუჩიანო სპალეტის ნდობა ვერ მოიპოვა, იტალიელ სპეციალისტს გუნდში სხვა მახასიათებლების ვინგერის ხილვა სურს, ჟეგროვას ადგილი კი იუვენტუსში აღარ არის, ამიტომ გუნდი მის გაყიდვას გეგმავს.
ინგლისური გამოცემა SPortWitness-ის ცნობით, ედონის ტრანსფერით ევერტონი, ასევე რამდენიმე თურქული და ფრანგული გუნდი ინტერესდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
