TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი:“ იუვე გამარჯვებას დაუბრუნდება, სპალეტი დიდებული მწვრთნელია“

იუვენტუსის კენან ილდისმა CBSSports-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სპალეტი ? მე იმის თქმა შემიძლია, რომ ის უბრალოდ ფანტასტიკური მწვრთნელია, ლუჩიანო თავისი გამოცდილებითა და ხასიათით ძალიან დიდ ძალას და ენერგიას გვაძლევს. იმედი მაქვს, ის ჩვენთან დიდი ხანი დარჩება, ჩვენ ერთად ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია.

„მე სიტყვებით ვერც ავხსნი, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს სპალეტის გუნდზე, ის თითოეული სავარჯიშო სესიის დროს 100 პროცენტით იხარჯება და ჩვენგანაც იმავეს ითხოვს. ის ყოველთვის ჩვენთან ახლოს არის, გვესაუბრება, გვეხუმრება, მისი მეგობრული დამოკიდებულება თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ტიტულები ? პირველ რიგში, მე იუვენტუსში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, თანაგუნდელებთან ყოფნა და თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალში ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

„10 ნომერი ? ყველამ იცის, რომ 10 ნომერი ყველაზე გამორჩეულია, იუვენტუსში კი ამ ნომერს ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ყოველთვის მსურდა, 10 ნომრით მეთამაშა და როდესაც იუვენტუსის ათიანი გავხდი, ამის დაჯერება რთული იყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მინდა, გუნდს ყოველთვის ჩემი მაქსიმუმი მივცე.

„საიდუმლო ? არანაირი საიდუმლო არ არსებობს, მე უბრალოდ ბევრს ვმუშაობ, ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად პროფესიონალი და რჩევები გავითვალისწინო. მე კარგი სეზონი მაქვს, თუმცა ვეცდები, ჩემი მაჩვენებლები კიდევ უფრო გავაუმჯობესო.

„მაკკენი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მწვრთნელების ცვლილების მიუხედავად, მაკკენი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და ეს არც სპალეტის მოსვლის შემდეგ შეცვლილა. მისი უნივერსალობა გამოსარჩევია. მოედანს მიღმა კი მაკკენი უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია. არ მახსოვს სხვა ფეხბურთელი, რომელსაც ყველასთან ასეთი კარგი, თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)