ქოვენთრი ოპენდას გაფორმებას ეცდება
პრემიერ ლიგაში ახლად დაწინაურებული ქოვენთრი იუვენტუსის შემტევის ლოი ოპენდას ტრანსფერით ინტერესდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისელები გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავენ და მათი ერთ-ერთი სამიზნე ბელგიელი ფეხბურთელია.
იუვენტუსს ოპენდას 35-40 მილიონად გაყიდვის იმედი აქვს, თუმცა არც მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი იქნება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
