იკარდი შესაძლოა იუვენტუსის სიაში დაბრუნდეს
იუვენტუსმა შესაძლოა მაურო იკარდისთან მოლაპარაკებები განაახლოს.
ტურინული გრანდი არგენტინელის მიმართ ინტერესს იანვარშიც იჩენდა და La Stampa-ს ცნობით, ის იუვენტუსის პოტენციური სამიზნეების სიაში რჩება.
ინტერის ყოფილი კაპიტნის კონტრაქტი გალათასარაისთან რამდენიმე კვირაში იწურება და იუვენტუსს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
