სპალეტიმ ელკანისგან გარანტიები მიიღო
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯონ ელკანმა გუნდის ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელთან შეხვედრის დროს ლუჩიანო სპალეტის დაუდასტურა, რომ იუვენტუსი დაპირებისამებრ სატრანსფერო ფანჯრაზე იაქტიურებს და მინიმუმ 5-6 ფეხბურთელს გაიფორმებს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ელკანმა კომოლის სატრანსფერო ფანჯრაზე მაქსიმალურად აქტიურობა სთხოვა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების თავიდან არიდება დაავალა.
იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწევს, რადგან ამას ფინანსური Fair Play ავალდებულებს, მაგრამ ეს გუნდს ფეხბურთელების გაფორმების შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
