იუვენტუსი და პსჟ პარმას კიპერის ტრანსფერზე მუშაობენ
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი და პსჟ პარმას კარის დარაჯის ზიონ სუზუკის ტრანსფერზე მუშაობენ.
წყაროს ცნობით, პარიზულ გუნდს სუზუკის გაფორმება ხანგრძლივი ინვესტიციის მხრივ სურს, თუმცა მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ვერ ჰპირდება, იუვენტუსი კი იაპონელს ძირითადის წევრად მოიაზრებს.
სუზუკი პარმას დატოვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა იტალიური გუნდი ახალგაზრდა კარის დარაჯის მარტივად დათმობას არ აპირებს და 30 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
