იუვენტუსი ტურამს აღარ გაყიდის
იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხეფრენ ტურამს აღარ გაყიდის.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ინგლისური, ფრანგული და თურქული გუნდების მხრიდან არსებული ინტერესის მიუხედავად, ტურინულმა გრანდმა ტურამის შენარჩუნება გადაწყვიტა.
ხეფრენს მუხლის პრობლემა აწუხებს, ამიტომ ინდივიდუალურად მუშაობას აგრძელებს, თუმცა ის სავარაუდოდ სეზონის სტარტისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება და ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
