TuttoJuve

Juve per sempre sarà

იკარდი იუვენტუსის პოტენციურ სამიზნედ რჩება

იუვენტუსი მაურო იკარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს და არ არის გამორიცხული, არგენტინელი ტურინული გრანდის რიგებში ვიხილოთ.

იკარდის კონტრაქტი გალათასარაისთან რამდენიმე კვირაში იწურება და ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იკარდი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, მაგრამ თუ ლუჩიანო სპალეტიმ მისი გაფორმება გადაწყვიტა, ინტერის ყოფილი კაპიტანი სერია ა-ში დაბრუნებაზე უარს არ იტყვის.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).