TuttoJuve

Juve per sempre sarà

ინტერი იუვენტუსის 2 ფეხბურთელით ინტერესდება

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, ინტერი იუვენტუსის ორი ფეხბურთელის გლეისონ ბრემერის და ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერებით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, კამბიაზო და ბრემერი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელები არ არიან და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში მათი გაყიდვა გამორიცხული არ არის.

იუვენტუსი ბრემერის სანაცვლოდ კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის – 54 მილიონის გადახდას ითხოვს, ხოლო კამბიაზოს გაყიდვა 40-45 მილიონზე ნაკლებად არ იგეგმება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).