იუვენტუსი კოპმეინერსის თაობაზე წინადადების მოლოდინშია…
2 ცუდი სეზონის შემდეგ, ტეუნ კოპმეიენრსი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ტურინული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაყიდვას ეცდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, კოპმეინერსის მიმართ ინტერესს რომა და თურქული გუნდები იჩენენ, მაგრამ ამ მომენტისთვის იუვენტუსს წინადადება არ მიუღია.
ტურინული გრანდი მზად არის, კოპმეიენრსი 30-35 მილიონ ევროდ გაყიდოს, რაც გუნდს კაპიტალის დაკარგვას თავიდან ააცილებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
