TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს კოპმეინერსისა და კალაფიორის ტრანსფერებზე ბევრი მუშაობა მოუწევს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსისა და რიკარდო კალაფიორის ტრანსფერებზე მუშობას აგრძელებს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბიანკონერიმ მათი გაფორმება უახლოეს პერიოდში შეძლოს.

წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრილ ბოლონიას გუნდის ლიდერების გაშვება არ სურს და კალაფიორის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ მის სანაცვლოდ მნიშვნელოვან წინადადებას მიიღებს, რაც მინიმუმ 30-35 მილიონი ევროა.

კოპმეინერსს რაც შეეხება, ატალანტამ ჯან პიერო გასპერინის პირობა მისცა, რომ ლა დეას ლიდერები არ დატოვებენ, ამიტომ ბერგამოელები ნიდერლანდელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 60 მილიონს გადაიხდის.

დი მარციოს ცნობით, იუვენტუსს კალაფიორისა და კოპმეინერსის გასაფორმებლად პირველ რიგში რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის მატიას სულესა და დინ ჰეისენის გაყიდვა მოუწევს.