TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონტე:“ იუვენტუსი შესანიშნავი გუნდია, მათი დაუფასებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსში გატარებული პერიოდი ? იუვენტუსთან ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაკავშირებს, იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. ახლა მე უკეთესი მწვრთნელი ვარ, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა და არაერთი გამორჩეული გუნდის გაწვრთნა მომიწია.

„სხვაობა იუვენტუსთან ? იუვე 21 მატჩია დაუმარცხებელია, ამის გაკეთება სხვა ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. დღეისათვის არსებული 13-ქულიანი უპირატესობა რეალურ სიტუაციას არ ასახავს.

„იუვენტუსი დიდებული გუნდია, მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ. იუვენტუსი ყოველთვის ამბიციურია, მათი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და კარგად ვიცი, რომ იუვენტუსის დაუფასებლობა ძალიან დიდი შეცდომაა.“

error: დაცული კონტენტი !