გონსალესი იუვენტუსის განკარგულებაში დერბიში დაბრუნდება
ტეუნ კოპმეიენრსისგან განსხვავებით, ნიკო გონსალესი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს და მისი მოედანზე დაბრუნება უახლოეს მატჩებში არ იგეგმება.
26 წლის ვინგერმა კუნთის ტრავმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო, რის გამოც მას 5 შეხვედრის გამოტოვება უკვე მოუწია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, გონსალესი გუნდს ვერც მომდევნო მატჩებში დაეხმარება და ის ტიაგო მოტას განკარგულებაში ტურინულ დერბიში დაბრუნდება, რომელიც 9 ოქტომბერს არის ჩანიშნული.