TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი:“ იუვენტუსის მაისურის ტარება უდიდესი პატივი და პრივილეგიაა…“

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა Juventus Junior-ის წევრ ბავშვებთან შეხვედრა გამართა და მათ კითხვებს უპასუხა.

„რას ვფიქრობ კიპერის როლზე ? ეს გამორჩეული პოზიციაა, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს გაშვებული გოლისგნა გვიცავს.

„ვინ იყო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში ? მე ბევრი ფავორიტი ფეხბურთელი მყავდა, მაგრამ მათ შორის რონალდუს გამოვარჩევდი.

„საუკეთესო წამალი მენტალური და ფიზიკური დაღლილობის მოსახსნელად ? კარგი კითხვაა, ამის ბევრი ხერხი არსებობს, ჩემთვის საუკეთესო გოლის გატანაა.

„ყველაზე ძლიერი მცველი ? ბრემერი, მე ბევრი ძლიერი მცველი მინახავს, მაგრამ მათ შორის ბრემერი გამორჩეულია.

„რას ნიშნავს იუვენტუსის მაისური ? ეს უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. იყო ამ ისტორიული გუნდის ნაწილი გამორჩეული შეგრძნებაა, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ.“

error: დაცული კონტენტი !