ოპენდას მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა გუნდმა გამოთქვა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლოი ოპენდას მსურველთა სიას ამჯერად ლიონი შეუერთდა.
ჩაგდებული სეზონის მიუხედავად, ბელგიელი ფეხბურთელი მსურველების ნაკლებობას არ განიცდის, მის მიმართ ინტერესს ლიონი, ლანსი, აინტრახტი, მონაკო, ფორესტი, ევერტონი და კრისტალ პალასი იჩენენ.
იუვენტუსს ოპენდას 30-35 მილიონ ევროდ გაყიდვის იმედი აქვს, მაგრამ არც მისი იჯარით გაშვებაა გამორიცხული.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
