TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ მაკკენი, ფიორენტინა რუგანის ტრანსფერზეც მუშაობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოიზე კინის შემდეგ, ფიორენტინა იუვენტუსის კიდევ 2 ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობს.

Sky Sport-ის ცნობით, იები უესტონ მაკკენისა და დანიელე რუგანის ტრანსფერებზე მუშაობენ და იუვენტუსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

მაკკენი და რუგანი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან, ამიტომ იუვენტუსი ორივე მათგანის დაახლოებით 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის.