ტოდიბოს ტურინში დღეს ელოდებიან
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნიცას მცველი ჟან-კლერ ტოდიბო ტურინში დღეს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსს ოფიციალურად შეუერთდება.
წყაროს ცნობით, გუნდებს შორის 24 წლის მცველის ტრანსფერის თაობაზე ყველა დეტალი შეთანხმებულია.
ტოდიბო იუვენტუსს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ბიანკონერის მისი გაფორმება საერთო ჯამში 35 მილიონი ევრო დაუჯდება.