ფეხბურთელების სია, რომლებსაც სპალეტი მნიშვნელოვან ფიგურებად მოიაზრებს
Tuttosport-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანელობას იმ ფეხბურთელების სია გადასცა, რომლებიც მის პროექტში მნიშვნელოვან ფიგურებად მოიაზრებიან და მომდევნო სეზონში მათი შენარჩუნება სურს.
წყაროს ცნობით, დაცვაში სპალეტის ბრემერის, კალულუს, კელისა და კამბიაზოს შენარჩუნება სურს.
ნახევარდაცვაში გუნდის ხერხემალი ტურამი, ლოკატელი და უესტონ მაკკენი იქნებიან, ხოლო შეტევაში სპალეტი კენან ილდისის, შიკო კონსეისაუს, დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებას და ერთი უმაღლესი დონის ფორვარდის გაფორმებას ითხოვს, რომელიც გუნდს გოლების გარანტიას მისცემს.
გამოცემის ინფორმაციით, სპალეტი გუნდში არც მიკელე დი გრეგორიოს შენარჩუნების წინააღმდეგია, თუმცა პარალელურად ერთი მაღალი დონის, გამოცდილი კიპერის გაფორმება სურს, რომელიც მიკელეს კონკურენციას გაუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
