ოპენდასა და დევიდის გაშვება უკვე გადაწყვეტილია
იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ცნობით, გუნდმა სეზონის ბოლოს ჯონათან დევიდისა და ლოი ოპენდას გაშვება გადაწყვიტა.
მათ ლუჩიანო სპალეტის მოლოდინები ვერ გაამართლეს და იუვენტუსი ორივე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.
დევიდი იუვენტუსს უფასოდ შეუერთდა, ამიტომ მის სანაცვლოდ მიღებული ნებისმიერი თანხა გუნდის ბალანსზე პოზიტიურად აისახება.
ოპენდას მიმართებაში სიტუაცია უფრო რთულად არის. ტურინულ გრანდს სეზონის ბოლოს ბელგიელის 43 მილიონად გამოსყიდვა მოუწევს და ჩაგდებული სეზონის შემდეგ მისი ანალოგიური თანხის სანაცვლოდ გაშვება ფაქტობრივად გამორიცხულია, ამიტომ სავარაუდოდ ის გუნდს იჯარით დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
