TuttoJuve

Juve per sempre sarà

მარკიზიო:“ ტონალი იუვენტუსისთვის იდეალური ტრანსფერი იქნებოდა, ვლაჰოვიჩი უნდა დარჩეს…“

იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„დღევანდელი იუვენტუსი ? აშკარაა, რომ გუნდი პროგრესირებს და როგორც თამაშის ხარისხის, ასევე შედეგების მხრივ იხვეწება, მაგრამ იუვენტუსში ბევრ დროს არავინ მოგცემს და თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ეს ძალიან დიდი კრახი იქნება.

„სპალეტი ? მან გუნდს იდენტობა და ახალი იდეები შესძინა, რომლის დანახვაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მაშინაც კი, როდესაც გუნდი სასურველ შედეგებს ვერ აღწევდა, იუვენტუსი ყოველთვის ძალიან სანახაობრივ და დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს. შუა სეზონში გუნდის ჩაბარება და ახალი იდეოლოგიის დანერგვა მარტივი არ არის, მაგრამ სპალეტის მუშაობა ქებას იმსახურებს. გუნდს ნამდვილად კარგი საძირკველი და დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ახლა იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ლოკატელის პროგრესი ? პროგრესი მთლიანად გუნდს ეტყობა და არა მხოლოდ ლოკატელის. მანუელი ყოველთვის ძალიან კარგი იყო, მაგრამ მას განსხვავებულ სისტემებთან შეგუება და თამაშის სტილის შეცვლა უწევდა, რაც მის თამაშზეც აისახებოდა, ახლა კი ის საკუთარ შესაძლებლობებს ძალიან კარგად იყენებს.

„რა სჭირდება იუვენტუსს სატრანსფერო ფანჯრის დროს ? ვფიქრობ, გუნდს პირველ რიგში მცველი სჭირდება, რომელიც ბრემერს შეუწყვილდება, ნახევარდაცვაში იდეალური ტრანსფერი ტონალი იქნებოდა. მან ინგლისში თამაშით დამატებითი გამოცდილება მიიღო და უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდა, ის არის იტალიელი, რაც გასათვალისწინებელია.

„შეტევას რაც შეეხება, იუვენტუსმა ვლაჰოვიჩი უნდა შეინარჩუნოს. ის გუნდს კარგად იცნობს და ვფიქრობ, სპალეტის დახმარებით თავისი პოტენციალის გამოყენებას შეძლებს.

„ბოგა ? მისი კარგი თამაში არ მიკვირს. ჯერემის სასუოლოს დროიდან ვიცნობ და ვიცი, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის შესაძლოა უპირობო სტარტერი არ იყოს, მაგრამ ჯერემის გუნდის გაძლიერება სკამიდან შეუძლია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)