TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტონალის იტალიაში დაბრუნება სურს, იუვე და ინტერი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი ნიუკასლის ნახევარმცველის სანდრო ტონალის ტრანსფერით ინტერესდებიან.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტონალი ნიუკასლში ბედნიერი არ არის და იტალიაში დაბრუნება სურს. მისი პრიორიტეტი კვლავ მილანის მაისურით თამაშია, თუმცა ამ მომენტისთვის როსონერის სხვა გეგმები აქვს, ამიტომ სხვა იტალიურ გრანდებს მისი გაფორმების კარგი შანსი ექნებათ.

წყაროს ცნობით, ნიუკასლი ტონალის გაშვებას 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათანხმდება.