ზირკზეეს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა
იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეეს იანვარში მანჩესტერის დატოვება და იუვენტუსში გადასვლა სურს.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელმა ფორვარდმა თავის აგენტს უკვე დაავალა, რომ იუვენტუსთან საერთო ენა გამონახოს და გუნდებს შორის მოლაპარაკებებს შეუწყოს ხელი.
ბიანკონერი ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ მის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ წითელი ეშმაკები ფეხბურთელს იჯარით გაუშვებენ.