არტური ბეტისში ტრანსფერთან ახლოს არის
იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, არტური იანვარში კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად რეალ ბეტისი მუშაობს და იუვენტუსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
არტური ესპანელებს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. ბეტისი არტურის ხელფასს სეზონის ბოლომდე სრულად დაფარავს, რაც ტურინულ გრანდს დაახლოებით 4-5 მილიონ ევროს დააზოგინებს.