TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ინტერი ბოლონიას ტალანტით ინტერესდებიან

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ინტერი სეზონის ბოლოს ბოლონიას ფორვარდის სანტიაგო კასტროს ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

იუვენტუსი კოლო მუანის შენარჩუნებას ეცდება, თუმცა დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის მომავალთან არსებული კითხვების ფონზე, ტურინული გრანდი ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე 20 წლის არგენტინელი იქნება.

Tuttomercato-ს ცნობით, კასტრო შეტევის გასაძლიერებლად ტიაგო მოტას ერთ-ერთი ფავორიტი სამიზნეა, თუმცა იუვენტუსს კონკურენციას ინტერი გაუწევს. ბოლონია არგენტინელის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !