კომო კამბიაზოს გაფორმებას ეცდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კომო ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სესკ ფაბრეგასის გუნდი შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ კამბიაზო იქნება.
ტურინული გრანდი ანდრეას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
