TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფაბრეგასი:“ იუვენტუსი დიდებული გუნდია, რომლის მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა“

კომოს მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„იუვენტუსი არის ორგანიზაცია, რომელიც გამარჯვებისთვის არის შექმნილი. ჩვენი პროექტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ორივე გუნდი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ განსხვავებული ამბიციები და მიზნები გვაქვს.

„იუვეს შესანიშნავი, პოტენციალით სავსე გუნდი ჰყავს, ტიაგო მოტა კი ძალიან ახალგაზრდა და ძლიერი სპეციალისტია, მას შესანიშნავი იდეები აქვს და დარწმუნებული ვარ, იუვენტუსში წარმატებას მიაღწევს.“

error: დაცული კონტენტი !