TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კელი:“ იუვენტუსის რიგებში თამაში დიდი პატივია“

იუვენტუსის ახალწვეულმა ლოიდ კელიმ ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ამ დიდებული გუნდის ნაწილად ყოფნა გამორჩეული შეგრძნებაა, იუვენტუსს წარმოუდგენელი ისტორია აქვს და ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ამ მაისურით თამაში. ვამაყობ, რომ აქ ვარ და ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა თამაშის საშუალება.

„ჩემი თამაშის სტილი ? მე აგრესიული ფეხბურთელი ვარ, მიყვარს დაცვა და ერთი-ერთზე დუელები, მიყვარს რისკზე წასვლა, თუმცა მთავარი ამოცანა კარის მშრალად შენახვა. გუნდისთვის ვარჯიშებსა და მატჩებში ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები.

„მოტა ? მე მას დღეს დილით ვესაუბრე, ეს მოკლე საუბარი იყო, რადგან ძალიან დატვირთული დღე გვქონდა, თუმცა ჩვენ ამის დრო აუცილებლად გვექნება.

„სერია ა ? მე ძალიან ბედნიერი ვარ, ეს განსხვავებული გამოცდილება იქნება, მე ადაპტაცია მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გავიარო, ეს არის გამოწვევა, რომელსაც სიამოვნებით ვიღებ.“

error: დაცული კონტენტი !