მანჩინი იუვენტუსის პრიორიტეტია…
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა ტიაგო მოტას პრიორიტეტული შემცვლელი შეარჩია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ ტურინულმა გრანდმა მოტას გაშვება გადაწყვიტა, რაც შესაძლოა ფიორენტინასთან მარცხის შემთხვევაში მოხდეს, მას ტურინულ გრანდში რობერტო მანჩინი შეცვლის.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი მიიჩნევს, რომ მანჩინის აქვს საჭირო გამოცდილება და კლასი იმისთვის, რომ გუნდში არსებული სიტუაცია გამოასწოროს და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.
იუვენტუსსა და მანჩინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ტურინულ გრანდში მუშაობის წინააღმდეგი არც თავად იტალიელი სპეციალისტი გახლავთ…