ევერტონი იუვენტუსის ორი ფეხბურთელით ინტერესდება
ევერტონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იუვენტუსის ორი ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება.
Daily Star-ის ცნობით, ინგლისელები ედონ ჟეგროვასა და ლოი ოპენდას ტრანსფერებით ინტერესდება.
იუვენტუსი ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ 60-65 მილიონი ევროს გამომუშავებას იმედოვნებს, თუმცა ოპენდას ჩაგდებული სეზონის ფონზე, არც მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი იქნება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
