გრაციანი:“ სპალეტის კრიტიკა უადგილოა, ოპენდასა და დევიდის ტრანსფერები სრული ფიასკოა“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ჩიჩო გრაციანიმ ვერონასთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, ლუჩიანო სპალეტის მიმართ რაიმე სახის კრიტიკა სრულიად უადგილოა. იუვენტუსმა მეტოქეს აჯობა, უამრავი მომენტი შექმნა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლო.
„სპალეტის ამ შეტევით მეტის გაკეთება არ შეუძლია. მილიკი სეზონში 20 წუთს თამაშობს, ვლაჰოვიჩი უკვე თვეებია ტრავმირებულია, ოპენდასა და დევიდის ტრანსფერები კი სრული ფიასკოა.
„შეტევაში არსებული ლიმიტის მიუხედავად, იუვენტუსი მიზნის მიღწევასთან ახლოს არის, რაც დიდწილად სპალეტის დამსახურებაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
