იუვენტუსი კოლო მუანის სანაცვლოდ 40 მილიონს არ გადაიხდის
რანდალ კოლო მუანი შეტევის გასაძლიერებლად იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, მაგრამ ტურინული გრანდი პსჟ-ს მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
ფრანგი ფორვარდი სეზონის ბოლოს ტოტენჰემს დატოვებს და პსჟ-ში დაბრუნდება, თუმცა ის პარიზელთა გეგმებში არ შედის და ფრანგები მის საბოლოოდ გაყიდვას გეგმავენ.
Tuttomercato-ს ცნობით, პსჟ კოლოს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, რაც ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი, იუვენტუსი გადაჭარბებულად მიიჩნევს.
ტურინულ გრანდს მისი ალტერნატივები უკვე შერჩეული ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი რეალის ახალგაზრდა ფორვარდი გონსალო გარსიაა. მისი ფასი დაახლოებით 25-30 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
